Monday, November 12, 2012

ნიკოტინი–ბილეთი სიკვდილამდე.




ბილეთი სიკვდილამდე, მხოლოდ ასე შემიძლია ვუწოდო სატანის ამ ქმნილებას, რომელსაც სიგარეტი ჰქვია. იგი გავრცელებულია მსოფლიოს ყველა კუთხეში და მილიონობით ადამიანს უსპობს ღვთისგან ბოძებულ სიცოცხლეს.





 მინდა, თქვენი ყურადღება მივიპყრო და მოკლედ გიამბოთ ერთი ამბავი: ჩემი ნათესავი ორმოცი წლის მოულოდნელად გახდა ავად. ეს უბრალო გაცივებას დააბრალა და არად ჩააგდო, მაგრამ როდესაც დაავადება გამწვავდა და ვეღარ გამოვიდა მდგომარეობიდან, გამოკვლევები ჩაიტარა და პასუხად მიიღო, რომ მას ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე ორივე ფილტვზე. ერთი ფილტვი საერთოდ აღარ ჰქონდა, მეორე კი ნახევარიღა იყო დარჩენილი. ექიმების დასკვნით კიბოს მიზეზი სიგარეტის სისტემატიური მოწევა გახლდათ. მას დიდხანს აღარ უცოცხლია. ასე დატოვა სიგარეტმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი ობლად. იქნებ ეს მძიმე ისტორია იყოს კიდევ ერთი ბიძგი ყველა მწეველისთვის და დროზე გადააგდონ სენი, რასაც სიგარეტი ჰქვია. ის უარყოფითად მოქმედებს როგორც მწეველზე, ასევე მასზე, ვინც გამონაბოლქვს სუნთქავს.





იქნებ ეს მძიმე ისტორია იყოს კიდევ ერთი ბიძგი ყველა მწეველისთვის და დროზე გადააგდონ სენი, რასაც სიგარეტი ჰქვია. ის უარყოფითად მოქმედებს როგორც მწეველზე, ასევე მასზე, ვინც გამონაბოლქვს სუნთქავს.
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ნიკოტინი, რომლის დიდ რაოდენობასაც შეიცავს სიგარეტი, მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ნიკოტინი აღწევს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედამდე და მნიშვნელოვან უარყოფით ცვლილებებს იწვევს. ეს ცვლილებები წლების განმავლობაში მიმდინარეობს და მწეველი ვერც კი ხვდება, რა ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას. ნიკოტინი იწვევს უამრავ დაავადებას:
გულის იშემიურ დაავადებებს, გასტრიტის, კუჭის წყლულს და ა.შ. მაგრამ განსაკუთრებით უარყოფით ზეგავლენას ახდენს ფილტვებზე. მწეველი ადამიანი რომელიც 15 – 20 წელის მანძილზე სისტემატიურად ეწევა თამბაქოს უმეტეს შემთხვევაში ავადდება ფილტვის კიბოთი რაც მთავრდება სიკვდილით.




ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 35 დან 69 წლამდე მამაკაცთა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზი 45-50%-ში არის ნიკოტინი. ხოლო ფილტვის კიბოს 90-95% სიგარეტის მოწევას უკავშირდება. სწორედ თამბაქოს დამსახურებაა, რომ მსოფლიოში თამბაქოსგან ყოველ 7 წამში თითო ადამიანი იღუპება.
ყოველივე ამის შემდეგ, მწეველი ადამიანი უნდა დაფიქრდეს, გააანალიზოს – რა მოსდევს სიგარეტის მოწევას და გაითვალისწინოს, რომ თავისი მავნე ჩვევით აზარალებს არა მარტო თავის თავს, არამედ მის გარშემო მყოფთაც. სიგარეტის მოწევა ახალგაზრდებში ბოლო წლებში მოდად არის ქცეული, არ იზღუდება არასრულწლოვნებზე სიგარეტის გაყიდვა. სამწუხაროდ, კანონით აკრძალვის მიუხედავად სიგარეტის მოწევა გავრცელებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს იქნება ტრანსპორტი, სასწავლო, სამედიცინო დაწესებულებები, რესტორანი, კაფე… სწორედ ამიტომ, აუცილებელია, საზოგადოებამ დიდწილად თავის თავზე აიღოს სიგარეტის წინააღმდეგ ბრძოლა და მოდად ქცეული სიგარეტი ნელ-ნელა გადავაგდოთ.               http://www.ambioni.ge/bileti-sikvdilamde





http://www.youtube.com/watch?v=rZDz9Mpx-ms







No comments:

Post a Comment