Monday, November 12, 2012

რატომ იწყებს ადამიანი სიგარეტის მოწევას?







 ამ კითხვაზე პასუხი მრავალგვარია: მოზარდების ნაწილი მოწევას იწყებს, რათა მთელ ქვეყანას დაანახოს, რომ უკვე დიდია და ამ ჟესტით საზოგადოებაში ახალგაზრდა გოგონები და ქალბატონები კი ხელში ანთებული სიგარეტით “პოზიორობენ”. ხშირად სიგარეტის კვამლში გახვეული მწეველი წამიერ სიამოვნებას განიცდის და მცირე ხნით ივიწყებს გარშემო არსებულ პრობლემებს. თუმცა, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებენ, რომ ამით ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემებს უქმნიან საკუთარ ჯანმრთელობას, ახლობლებსა და მომავალ თაობასაარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სიგარეტის მოწევა ორსული ქალბატონებისთვის კატეგორიულად იკრძალება, რადგან ვფიქრობთ, იმდენად ცხადია, შეხსენება არ უნდა გვჭირდებოდეს, მაგრამ… რაც შეეხებათ მწეველ მამებს, კვლევამ აჩვენა, რომ მათ შვილებს უფრო ხშირად ემართებათ სიმსივნური დაავადებები, ვიდრე არამწეველებისას.
როგორც ექიმები გვირჩევენ: მომავალი მამები უნდა ეცადონ, განაყოფიერებამდე სამი თვით ადრე მაინც შეწყვიტონ მოწევა.

http://www.youtube.com/watch?v=Pktk1X_sFC8

No comments:

Post a Comment