მოწევა ფეხმძიმობის დროს - ბოლო წლებში გაიზარდა მწეველი ქალბატონების რაოდენობა. შემაშფოთებელია ისიც, რომ ქალბატონების გარკვეული ნაწილი მოწევას არც ფეხმძიმობისას ერიდება, რაც ნაყოფზე უარყოფით გავლენას ახდენს.
თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს. ფერხდებანაყოფის განვითარებისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. ზრდის მუცლის მოშლის რისკს ან განუვითარებელი ბავშვის დაბადების საშიშროებას. თამბაქო მოქმედებს ბავშვის არამარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ განვითარებაზეც, რადგან ბავშვის ტვინს საჭირო სისხლისა და ჟანგბადის რაოდენობა არ მიეწოდებოდა.ასევე, არამწეველებთან შედარებით, მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თამბაქოს მომხმარებელ ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია და იზრდება უშვილობის რისკიც. მწეველთა შვილებს უფრო ემართებათ სიმსივნური დაავადებები, ვიდრე არამწეველთა შვილებს. ვინაიდან მოწევა აზიანებს სპერმას, მამებმა უნდა ეცადონ, განაყოფიერებამდე სამი-ოთხი თვით ადრე მაინც დაანებონ თავი მოწევას. მოწევა ზრდის ახალშობილთა უეცარი სიკვდილიანობის ალბათობასაც.

No comments:
Post a Comment