Monday, November 26, 2012

როგორ დავანებოთ თავი მოწევას?...

                                   როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს?!







ნიკოტინზე დამოკიდებული თითქმის ყველა ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც იღებს გადაწყვეტილებას, ეს მავნე ჩვევა დაძლიოს, მაგრამ სიგარეტისადმი ავადმყოფური ლტოლვა უფრო ძლიერია. ბევრი მწეველი შესანიშნავად აცნობიერებს, რა მავნეა ეს ჩვევა როგორც თავად მისთვის, ისე გარშემო მყოფთათვისაც. მაშ, რატომ ვერ ახერხებენ სიგარეტისთვის თავის დანებებას? ნუთუ ამ ჩვევის დაძლევა შეუძლებელია და "უკანასკნელი" ღერი ვერასოდეს გახდება ნამდვილად "უკანასკნელი"?

იმისთვის, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ, უნდა გაგიჩნდეთ ერთგვარი მოტივაცია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. თუ მტკიცედ არ გაქვთ გადაწყვეტილი თამბაქოზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, ესე იგი მოწევას პრობლემად არ აღიქვამთ და ვერაფრით დაგეხმარებათ. მოწევის სტიმული სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის. მაგალითად, ბევრისთვის მოწევა რელაქსაციის საშუალებაა. სურვილის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს: საქმისგან შესვენებამ, ბუნების წიაღში ყოფნამ, ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნამ, ალკოჰოლის მიღებამ, დაღლილობამ. მოდი, ავიღოთ კალამი და პუნქტობრივად ჩამოვწეროთ:
რას გვაძლევს სიგარეტი?
მოდუნების განცდას;
კვამლის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სასიამოვნო შეგრძნებას;
მწეველებთან ერთიანობის განცდას (არსებითად, ამაში ერთგვარი სნობიზმის მომენტიც არის).

რატომ მინდა სიგარეტისთვის თავის დანებება?
ვზრუნავ ჯანმრთელობაზე, მინდა, ფილტვები გავისუფთაო და გულზე დატვირთვა შევამცირო;
მინდა, გავიჯანსაღო კანი და თმა;
მინდა, შევამცირო ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი;
მინდა, თავი დავაღწიო სინდისის ქენჯნას;
აღარ მინდა, ტანსაცმელსა და სხეულზე თამბაქოს სუნი ამდიოდეს;
მინდა, დავიბრუნო კბილების სიქათქათე;
სიგარეტზე უამრავი ფული მეხარჯება.ახლა ორივე სია ერთმანეთს შევადაროთ. თუ მეორე სიაში უფრო მეტმა და მნიშვნელოვანმა არგუმენტმა მოიყარა თავი, მართლაც გქონიათ მიზეზი სიგარეტისგან თავის დასაღწევად. თუ პირველი სიის არგუმენტები დომინირებს, ესე იგი მოწევა პრობლემად არ მიგაჩნიათ. პირველ ხანებში მოწევის სურვილი მუდმივად გექნებათ. ბოლომდე უნდა მისდიოთ თქვენს სურვილს და სიგარეტის მონობისგან გათავისუფლდეთ. თანდათანობით მოწევის სურვილი შესუსტდება.
უპოვეთ სიგარეტს შემცვლელი.


სიგარეტისადმი ლტოლვა იმდენად ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასთან არ არის დაკავშირებული, რამდენადაც ფიზიოლოგიურთან. ორგანიზმი მიჩვეულია, ყოველდღიურად მიიღოს ნიკოტინის განსაზღვრული დოზა, მისი მოკლების შემთხვევაში ვითარდება აბსტინენციური სინდრომი. გაღიზიანებამ, შფოთვამ შესაძლოა სიგარეტი ისევ აგაღებინოთ. ეს რომ არ მოხდეს, სცადეთ სპეციალური საღეჭი რეზინი ან საწუწნი კანფეტები. თუ გრძნობთ, რომ ეს არ გყოფნით, მიმართეთ ექიმს - ის შეგირჩევთ სამკურნალო საშუალებას, რომელიც დააქვეითებს შფოთვის დონეს და ძალებისა და გონების მობილიზაციაში დაგეხმარებათ.


შეიარაღდით მხარდაჭერით.

მოუყევით მეგობრებს, ნათესავებსა და კოლეგებს, რომ თამბაქოსთვის თავის დანებება გადაწყვიტეთ. რაც შეიძლება ინტენსიური კონტაქტი გქონდეთ მათთან, ვისაც სიგარეტის გადაგდება გადაუწყვეტია. შეიძლება, ფსიქოთერაპევტსაც კი მიმართოთ, რომელიც პირველ ხანებში ქცევის სწორი სტრატეგიის შერჩევაში დაგეხმარებათ.







როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს.

მართეთ ემოცია.
თუ გგონიათ, რომ ნიკოტინი მოდუნებაში გეხმარებათ, მაშინ სასწრაფოდ უნდა
მოძებნოთ სტრესის მოხსნის სხვა საშუალება: რეგულარული მასაჟი, სასიამოვნო მუსიკა
იოგა, ჩაი.

იფხიზლეთ.

ალკოჰოლური სასმელი მოწევის სურვილს აძლიერებს. ეს სიგარეტისკენ ლტოლვის ყველაზე გავრცელებული გამშვები მექანიზმია. ზოგიერთი მწეველისთვის საწყისი იმპულსია დილის ყავა, რომელიც დროებით შეიძლება ჩაით შევცვალოთ. მათ, ვისაც სიგარეტის გაბოლება სადილის შემდეგ სჩვევია, ნასადილევს სხვა საქმე უნდა იპოვონ, მაგალითად, კბილების გაწმენდა, საღეჭი რეზინის ღეჭვა.

დაასუფთავეთ სახლი.

უკანასკნელი სიგარეტის მოწევის შემდეგ გადაყარეთ ყველა საფერფლე და სანთებელა. დაასუფთავეთ სახლი, დარეცხეთ ფარდები, ფარდაგები, ხალიჩები, რათა მოსპოთ ბინაში სიგარეტის კვამლის სუნი. თუ ამას არ გააკეთებთ, სუნი განუწყვეტლივ მოგაგონებთ სიგარეტს.

მეტი იმოძრავეთ.

სირბილის, ფეხბურთის თამაშის დროს მოწევის სურვილი არ ჩნდება. აბსტინენციური სინდრომის შემსუბუქებაში ყოველგვარი მოძრაობა დაგეხმარებათ და დროებით მაინც დაგავიწყებთ სიგარეტს.

დაივიწყეთ დიეტა.

ერთსა და იმავე დროს სიგარეტის გადაგდება და დიეტაზე ყოფნა ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ თუ მენიუ არ აკონტროლეთ, შესაძლოა ზედმეტი კილოგრამები აკრიფოთ. ეცადეთ, ყოველდღიური რაციონი სასარგებლო პროდუქტებით გაამრავალფეროვნოთ - ასე წონას შეინარჩუნებთ.

თავი დაისაჩუქრეთ.

სიგარეტის გადაგდების შემდეგ ფულსაც დაზოგავთ. დათვალეთ, რამდენი გეხარჯებოდათ თამბაქოზე ყოველდღიურად, ყოველ კვირა, ყოველ თვე. გადადეთ ეს თანხა და მაღაზიისკენ გაეშურეთ საკუთარი თავისთვის საჩუქრის შესაძენად.

გახსოვდეთ ჯანმრთელობა.

მოწევაზე უარის თქმა ამცირებს არტერიულ წნევას და პულსის სიხშირეს. ნებისმიერი სახის დამოკიდებულებასთან ბრძოლა ურთულესი ამოცანაა თანამედროვე ადამიანისათვის, რომელიც ცხოვრობს ნეგატიური ინფორმაციისა და სტრესების ოკეანეში. მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გავიაზრებთ, რისთვის არის საჭირო მავნე ჩვევებზე გამარჯვება, ამისათვის კი ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.



               წყარო:http://mkurnali.ambebi.ge/mamakaci/rchevebi/2452-rogor-davaneboth-thavi-sigarets.html

2 comments:

  1. დიდი დოქტორი imoloa მცენარეული წამალი არის საუკეთესო სამკურნალო საშუალება აივ-ვირუსისგან, მე 8 წლის განმავლობაში დიაგნოზირებული ვიყავი აივ-ით, და ყოველდღე ყოველთვის ვეძებდი კვლევებს, რომ გამერკვია ამ საშინელი დაავადებისგან თავის დაღწევის შესანიშნავი საშუალება, რადგან ყოველთვის ვიცი, რომ რა ჩვენ გვჭირდება, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა დედამიწაზეა. ასე რომ, ინტერნეტის ძებნაში მე დავინახე რამდენიმე ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ექიმმა imoloa განკურნოს აივ ძლიერი მცენარეული მედიკამენტებით. მე გადავწყვიტე ამ მამაკაცთან დაკავშირება, მე დაუკავშირდა მას მცენარეული მედიკამენტები, რომლებიც მე მივიღე DHL კურიერის მომსახურებით. და მან მიბიძგა, როგორ. მე მას ვთხოვე გამოსავალი, რომ მცენარეული მედიკამენტები ორი კვირის განმავლობაში მიეღო. შემდეგ მან დაავალა დავალება გამეწმინდა, რას ვაკეთებ. შემომხედე (აივ NEGATIVE). მადლობა ღმერთს Dr. Imoloa– ს სამკურნალოდ, ძლიერი მცენარეული საშუალების გამოყენებისთვის. მას ასევე აქვს განკურნება ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა პარკონის დაავადება, ვაგინალური კიბო, ეპილეფსია, შფოთვითი აშლილობები, აუტოიმუნური დაავადებები, ტკივილი, ზურგის ტკივილი, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ფსიქიური დაავადებები და ქცევითი დარღვევები, კისტოზური ფიბროზი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, ასთმა, აუტოიმუნური შუამავლობით ართრიტი. თირკმელების ქრონიკული დაავადება, ართრიტი, უკანა ტკივილი, იმპოტენცია, ფეტა ალკოჰოლის სპექტრი, დისტალური დარღვევები, ეგზემა, კანის კიბო, ტუბერკულოზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ყაბზობა, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ძვლის კიბო, ფილტვის კიბო, პირის ღრუს, პირის ღრუს კიბო, სხეულის ტკივილი და ა.შ. ცხელება, ჰეპატიტი ABC, სიფილისი, დიარეა, ჰანტინგტონის დაავადება, უკან გამონაყარი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ადისონის დაავადება, ქრონიკული დაავადება, კრონის დაავადება, კისტოზური ფიბროზი, ფიბრომიალგია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ფრჩხილის დაავადება, დამბლა, სელიას დაავადება , ავთვისებიანი მელანომა, მანია, მელორეოსტოზი, მენეიერის დაავადება, მუკოპოლისაქარიდიოზი, გაფანტული სკლეროზი, კუნთების დისტროფია, რევმატოიდული ართრიტი, ალცჰეიმერის დაავადება ელ.ფოსტით - drimolaherbalmademedicine@gmail.com / ან ss whatssapp .... + 2347081986098

    ReplyDelete
  2. მინდა სწრაფად მოვინდომო თქვენი ინდულგენცია და თქვენს ყურადღებას გავამახვილო ძლიერი მცენარეული ექიმი, სახელად დოქტორი ჯეიმსი დასავლეთ აფრიკიდან, რომელმაც მხოლოდ 21 დღის კონტაქტში შეძლო განმეკურნა აივ ინფექციისგან 15 წლის განმავლობაში, რადგან ARV– ს მოხმარება არ მუშაობს, მაგრამ მსუქანი ქალბატონი, ინტერნეტში ვმონაწილეობდი აივ ინფექციის სამკურნალო მცენარეულ ალტერნატივაზე გამოსაკვლევ ინტერნეტში. მე წავაწყდი ქალბატონ სტეფანი ბრაუნს, ლორი ჰირსტს, ტრიშა ნელსონსა და მისტერ რიჩმონდ კელის, და სხვებს მადლიერების შესახებ, თუ როგორ კურნავდა მათ ჯეიმს ჯეიმსი, კიბო, აივ ინფექცია / შიდსი, ალცჰეიმერის დაავადება და ჰეპატიტი B მისი მცენარეული ნაზავებით. უყოყმანოდ დავინტერესდი და დაუკავშირდი იმავე დოქტორ ჯეიმსს ელ.ფოსტით, რომელიც მოგვაწოდა (drjamesherbalmix@gmail.com), მე ვუთხარი ჩემს აივ ინფექციას და ჩემს დეტალებს, მან მითხრა, რომ არ შეგეშინდეს, რომ გამკურნებს მან ასევე მომცა გარანტია, მან მთხოვა გადამეხადა იმ ნივთების გადახდა, რაც მე გავაკეთე. 2 დღის შემდეგ მან გაგზავნა თავისი მცენარეული მიქსური წამალი, SPEED POST COURIER SERVICE- ის საშუალებით, რომელიც 4 სამუშაო დღის განმავლობაში გადაეცა ჩემს საფოსტო განყოფილებაში. მე მის პატიოსნებას ვაფასებდი. მე ვიყენებდი მის მცენარეულ სასმელს 21 დღის განმავლობაში, როგორც მან დამინიშნა, მერწმუნეთ, მე აივ ინფექციისგან განკურნებული ვიყავი, როდესაც ყველამ თქვა, რომ აივ ინფექციას მუდმივი სამკურნალო საშუალება არ აქვს. აივ / შიდსის სამკურნალო საშუალება არსებობს, როდესაც მცენარეული მედიკამენტები სწორი პროპორციით გამოიყენება ისეთი კარგი მცენარეული ექიმის მიერ, როგორიც არის დოქტორი ჯეიმსი, მცენარეული ნიჭიერი ადამიანი. სიტყვა არ მაკლია, რომ მადლობა გადავუხადო მას და მივმართე ამ მედიუმს, რომ მთელ მსოფლიოს ვუთხრა მის შესახებ. მისი ნამდვილად საოცარი და კეთილი ადამიანია, რომელიც ეხმარება ნებისმიერ ავადმყოფ პაციენტს ჯანსაღი ცხოვრების აღდგენაში. მხოლოდ მცირე საფასურია იმისათვის, რომ მცენარეული წამალი გამოგიგზავნოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მან ასევე მითხრა, რომ მან მიიღო სამკურნალო საშუალებები ადამიანის დაავადებებისთვის, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადებები, საწოლის დასველება, შიზოფრენია, კიბო, სქოლიოზი, შარდის ბუშტის კიბო, კოლორექტალური კიბო, მკერდის კიბო, თირკმლის კიბო, ლეიკემია, ფილტვის კიბო, კანის კიბო, საშვილოსნოს კიბო, პროსტატის კიბო. , ფიბრომიალგია, სინდრომი ფიბროდისპლაზია, ეპილეფსია დუპუიტრენის დაავადება, დიაბეტი, ცელიაკია, ატაქსია, ართრიტი, გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი, თირკმელზედა ჯირკვლის კარცინომა. ასთმა, ალერგიული დაავადებები. Hiv_ Aids, Herpes, ნაწლავის ანთებითი დაავადება, COPD, დიაბეტი, დაუკავშირდით მას დღეს ელ.ფოსტით: drjamesherbalmix@gmail.com მერწმუნეთ თქვენ ნამდვილად მოწმობთ, როგორც მე.

    ReplyDelete