Monday, November 26, 2012

როგორ დავანებოთ თავი მოწევას?...

                                   როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს?!







ნიკოტინზე დამოკიდებული თითქმის ყველა ადამიანი სიცოცხლეში ერთხელ მაინც იღებს გადაწყვეტილებას, ეს მავნე ჩვევა დაძლიოს, მაგრამ სიგარეტისადმი ავადმყოფური ლტოლვა უფრო ძლიერია. ბევრი მწეველი შესანიშნავად აცნობიერებს, რა მავნეა ეს ჩვევა როგორც თავად მისთვის, ისე გარშემო მყოფთათვისაც. მაშ, რატომ ვერ ახერხებენ სიგარეტისთვის თავის დანებებას? ნუთუ ამ ჩვევის დაძლევა შეუძლებელია და "უკანასკნელი" ღერი ვერასოდეს გახდება ნამდვილად "უკანასკნელი"?

იმისთვის, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ, უნდა გაგიჩნდეთ ერთგვარი მოტივაცია ამ ნაბიჯის გადასადგმელად. თუ მტკიცედ არ გაქვთ გადაწყვეტილი თამბაქოზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლება, ესე იგი მოწევას პრობლემად არ აღიქვამთ და ვერაფრით დაგეხმარებათ. მოწევის სტიმული სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამ არის. მაგალითად, ბევრისთვის მოწევა რელაქსაციის საშუალებაა. სურვილის პროვოცირება შესაძლოა მოახდინოს: საქმისგან შესვენებამ, ბუნების წიაღში ყოფნამ, ბარში მეგობრებთან ერთად ყოფნამ, ალკოჰოლის მიღებამ, დაღლილობამ. მოდი, ავიღოთ კალამი და პუნქტობრივად ჩამოვწეროთ:
რას გვაძლევს სიგარეტი?
მოდუნების განცდას;
კვამლის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის სასიამოვნო შეგრძნებას;
მწეველებთან ერთიანობის განცდას (არსებითად, ამაში ერთგვარი სნობიზმის მომენტიც არის).

რატომ მინდა სიგარეტისთვის თავის დანებება?
ვზრუნავ ჯანმრთელობაზე, მინდა, ფილტვები გავისუფთაო და გულზე დატვირთვა შევამცირო;
მინდა, გავიჯანსაღო კანი და თმა;
მინდა, შევამცირო ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი;
მინდა, თავი დავაღწიო სინდისის ქენჯნას;
აღარ მინდა, ტანსაცმელსა და სხეულზე თამბაქოს სუნი ამდიოდეს;
მინდა, დავიბრუნო კბილების სიქათქათე;
სიგარეტზე უამრავი ფული მეხარჯება.ახლა ორივე სია ერთმანეთს შევადაროთ. თუ მეორე სიაში უფრო მეტმა და მნიშვნელოვანმა არგუმენტმა მოიყარა თავი, მართლაც გქონიათ მიზეზი სიგარეტისგან თავის დასაღწევად. თუ პირველი სიის არგუმენტები დომინირებს, ესე იგი მოწევა პრობლემად არ მიგაჩნიათ. პირველ ხანებში მოწევის სურვილი მუდმივად გექნებათ. ბოლომდე უნდა მისდიოთ თქვენს სურვილს და სიგარეტის მონობისგან გათავისუფლდეთ. თანდათანობით მოწევის სურვილი შესუსტდება.
უპოვეთ სიგარეტს შემცვლელი.


სიგარეტისადმი ლტოლვა იმდენად ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასთან არ არის დაკავშირებული, რამდენადაც ფიზიოლოგიურთან. ორგანიზმი მიჩვეულია, ყოველდღიურად მიიღოს ნიკოტინის განსაზღვრული დოზა, მისი მოკლების შემთხვევაში ვითარდება აბსტინენციური სინდრომი. გაღიზიანებამ, შფოთვამ შესაძლოა სიგარეტი ისევ აგაღებინოთ. ეს რომ არ მოხდეს, სცადეთ სპეციალური საღეჭი რეზინი ან საწუწნი კანფეტები. თუ გრძნობთ, რომ ეს არ გყოფნით, მიმართეთ ექიმს - ის შეგირჩევთ სამკურნალო საშუალებას, რომელიც დააქვეითებს შფოთვის დონეს და ძალებისა და გონების მობილიზაციაში დაგეხმარებათ.


შეიარაღდით მხარდაჭერით.

მოუყევით მეგობრებს, ნათესავებსა და კოლეგებს, რომ თამბაქოსთვის თავის დანებება გადაწყვიტეთ. რაც შეიძლება ინტენსიური კონტაქტი გქონდეთ მათთან, ვისაც სიგარეტის გადაგდება გადაუწყვეტია. შეიძლება, ფსიქოთერაპევტსაც კი მიმართოთ, რომელიც პირველ ხანებში ქცევის სწორი სტრატეგიის შერჩევაში დაგეხმარებათ.







როგორ დავანებოთ თავი სიგარეტს.

მართეთ ემოცია.
თუ გგონიათ, რომ ნიკოტინი მოდუნებაში გეხმარებათ, მაშინ სასწრაფოდ უნდა
მოძებნოთ სტრესის მოხსნის სხვა საშუალება: რეგულარული მასაჟი, სასიამოვნო მუსიკა
იოგა, ჩაი.

იფხიზლეთ.

ალკოჰოლური სასმელი მოწევის სურვილს აძლიერებს. ეს სიგარეტისკენ ლტოლვის ყველაზე გავრცელებული გამშვები მექანიზმია. ზოგიერთი მწეველისთვის საწყისი იმპულსია დილის ყავა, რომელიც დროებით შეიძლება ჩაით შევცვალოთ. მათ, ვისაც სიგარეტის გაბოლება სადილის შემდეგ სჩვევია, ნასადილევს სხვა საქმე უნდა იპოვონ, მაგალითად, კბილების გაწმენდა, საღეჭი რეზინის ღეჭვა.

დაასუფთავეთ სახლი.

უკანასკნელი სიგარეტის მოწევის შემდეგ გადაყარეთ ყველა საფერფლე და სანთებელა. დაასუფთავეთ სახლი, დარეცხეთ ფარდები, ფარდაგები, ხალიჩები, რათა მოსპოთ ბინაში სიგარეტის კვამლის სუნი. თუ ამას არ გააკეთებთ, სუნი განუწყვეტლივ მოგაგონებთ სიგარეტს.

მეტი იმოძრავეთ.

სირბილის, ფეხბურთის თამაშის დროს მოწევის სურვილი არ ჩნდება. აბსტინენციური სინდრომის შემსუბუქებაში ყოველგვარი მოძრაობა დაგეხმარებათ და დროებით მაინც დაგავიწყებთ სიგარეტს.

დაივიწყეთ დიეტა.

ერთსა და იმავე დროს სიგარეტის გადაგდება და დიეტაზე ყოფნა ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ თუ მენიუ არ აკონტროლეთ, შესაძლოა ზედმეტი კილოგრამები აკრიფოთ. ეცადეთ, ყოველდღიური რაციონი სასარგებლო პროდუქტებით გაამრავალფეროვნოთ - ასე წონას შეინარჩუნებთ.

თავი დაისაჩუქრეთ.

სიგარეტის გადაგდების შემდეგ ფულსაც დაზოგავთ. დათვალეთ, რამდენი გეხარჯებოდათ თამბაქოზე ყოველდღიურად, ყოველ კვირა, ყოველ თვე. გადადეთ ეს თანხა და მაღაზიისკენ გაეშურეთ საკუთარი თავისთვის საჩუქრის შესაძენად.

გახსოვდეთ ჯანმრთელობა.

მოწევაზე უარის თქმა ამცირებს არტერიულ წნევას და პულსის სიხშირეს. ნებისმიერი სახის დამოკიდებულებასთან ბრძოლა ურთულესი ამოცანაა თანამედროვე ადამიანისათვის, რომელიც ცხოვრობს ნეგატიური ინფორმაციისა და სტრესების ოკეანეში. მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია, თუ გავიაზრებთ, რისთვის არის საჭირო მავნე ჩვევებზე გამარჯვება, ამისათვის კი ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.



               წყარო:http://mkurnali.ambebi.ge/mamakaci/rchevebi/2452-rogor-davaneboth-thavi-sigarets.html

Thursday, November 15, 2012

სიცოცხლისთვის სახიფათო.

                                          სიცოცხლისთვის სახიფათო.
  






 მოწევა ფეხმძიმობის დროს - ბოლო წლებში გაიზარდა მწეველი ქალბატონების რაოდენობა. შემაშფოთებელია ისიც, რომ ქალბატონების გარკვეული ნაწილი მოწევას არც ფეხმძიმობისას ერიდება, რაც ნაყოფზე უარყოფით გავლენას ახდენს.
თამბაქოს კვამლის ტოქსიური კომპონენტები ადვილად გადის პლაცენტის ბარიერს.                
ფერხდებანაყოფის განვითარებისთვის აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება, რაც აბრკოლებს მის ნორმალურ განვითარებას. ზრდის მუცლის მოშლის რისკს ან განუვითარებელი ბავშვის დაბადების საშიშროებას. თამბაქო მოქმედებს ბავშვის არამარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ განვითარებაზეც, რადგან ბავშვის ტვინს საჭირო სისხლისა და ჟანგბადის რაოდენობა არ მიეწოდებოდა.ასევე, არამწეველებთან შედარებით, მწეველ ქალებში 20-50%-ით მაღალია ნაყოფისა და ახალშობილის სიკვდილიანობა.
 გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თამბაქოს მომხმარებელ ქალებს უქვეითდებათ რეპროდუქციული ფუნქცია და იზრდება უშვილობის რისკიც. მწეველთა შვილებს უფრო ემართებათ სიმსივნური დაავადებები, ვიდრე არამწეველთა შვილებს. ვინაიდან მოწევა აზიანებს სპერმას, მამებმა უნდა ეცადონ, განაყოფიერებამდე სამი-ოთხი თვით ადრე მაინც დაანებონ თავი მოწევას. მოწევა ზრდის ახალშობილთა უეცარი სიკვდილიანობის ალბათობასაც.  


 






                     წყარო:http://lady.mcvane.ge/main/rchevebi/rcehvebi-orsulebisatvis/19281-bbbbbbbb-bb-bbbbbbb.html

                                                                  




















                                  

სიამოვნება,რომელსაც სავალალო შედეგამდე მივყავართ...

                 smoking kills ! !  ! 
   

























მწეველები კვდებიან ადრე...

    

როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანია მწეველია და მათი 80% განუვითარებელ და განვითარებად ქვეყნებზე მოდის. საქართველო ,,აქაც საპატიო ადგილზე დგას” – ქვეყნის მოსახლეობის მესამედი აქტიური მწეველია და შესაბამისად, არა მხოლოდ საკუთარ, გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც საფრთხის ქვეშ აყენებს. ამ მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა მოზარდებში – მათი 43% თამბაქოს მომხმარებელია.

სტატისტიკური მონაცემებით: 35-დან 69 წლამდე მამაკაცთა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზი 40-48%-ში ნიკოტინია, ფილტვის კიბოს შემთხვევათა 95% კი სიგარეტის მოწევას უკავშირდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გვამცნობს, რომ თამბაქოს მოხმარებისაგან ყოველ 8 წამში ერთი ადამიანი იღუპება! როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ადამინები, რომლებიც მოწევას მოზარდობის პერიოდში იწყებენ (ასეთი კი მწეველთა 70%-ია) და აგრძელებენ მას ორი დეკადის ან მეტის განმავლობაში, კვდებიან 20-25 წლით უფრო ადრე ვიდრე ადამიანები, რომელთაც არასოდეს მოუწევიათ. აღსანიშნავია, რომ მოწევით გამოწვეული ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არაა მხოლოდ ფილტვის კიბო ან გულის დაავადებები. ქვემოთ მოცემულია თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ნაკლებად ცნობილი გვერდითი მოვლენების ჩამონათვალი თავიდან ფეხის ფრჩხილამდე.

1) სიგარეტი იწვევს თმის ცვენას.
მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას, რის გამოც ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა წითელი მგლურა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, პირის ღრუს დაწყლულება და გამონაყარი სახეზე, თავის ქალასა და ხელებზე.
2) აჩენს ნაოჭებს.
მოწევა ნაადრევად აბერებს კანს ცილების გამოცლის (რომელიც ანიჭებს კანს ელასტიურობას), A-ვიტამინის დაშლის და სისხლის მიმოქცევის შემცირების ხარჯზე. მწეველთა კანი არის მშრალი, უხეში და დანაოჭებული, განსაკუთრებით ტუჩების და თვალების მიდამოებში.
3) იწვევს კანის კიბოს.
მოწევა არ იწვევს მელანომას (ზოგჯერ კანის კიბოს ლეტალურ ფორმას), მაგრამ ზრდის მისგან სიკვდილის სანსს. მწეველებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ დაემართოთ კანის კიბო, რომელიც ტოვებს წითელ, ქერცლოვან ნაწიბურს კანზე.
4) ავითარებს ფილტვის კიბოს!!!
მოწევა იწვევს ემფიზემას, ალვეოლების შეშუპებას და გასკდომას, რაც აქვეითებს ფილტვების მიერ ჟანგბადის შთანთქმის და ნახშირორჟანგის გამოყოფის უნარს.
ექსტრემალურ შემთხვევებში პაციენტებს მხოლოდ ტრაქეოტომა (ტრაქეის (სასულის) გაკვეთა და მასში სპეციალური მილის შეყვანა სუნთქვის აღსადგენად) აღუდგენს სუნთქვას. ქრონიკული ბრონქიტი (,,მწეველთა ბრონქიტი”) იწვევს ჩირქოვანი ნახველის წარმოქმნას, რასაც ტან სდევს მტკივნეული ხველა და სუნთქვის გაძნელება.
5) P.S იწვევს კიბოს...!
თამბაქოს კვამლში შემავალი 59 ელემენტი კარცენოგენულია ანუ იწვევს კიბოს. მწეველებში 22-ჯერ მეტია რისკი იმისა, რომ განუვითარდეთ ფილტვის კიბო, ვიდრე არამწეველებში. გამოკვლევების მიხედვით: რაც უფრო დიდხანს ეწევა ადამიანი, მით მეტია რისკი, რომ განვითარდეს კიბოს სხვადასხვა სახეები, როგორიცაა: ცხვირის კიბო (2-ჯერ მეტი), პირის, სანერწყვე ჯირკვლის და ხორხის (6-დან 27-ჯერ), ყელის (12-ჯერ), საყლაპავის (8-დან 10-ჯერ), ხახის (10-დან 18-ჯერ), კუჭის (2-დან 3-ჯერ), თირკმლის (5-ჯერ), შარდის ბუშტის (3-ჯერ), სასქესო ორგანოს (2-დან 3-ჯერ), პანკრეასის (2-დან 5-ჯერ), სწორი ნაწლავის (3-ჯერ) და ანუსის (5-დან 6-ჯერ). ზოგიერთი კვლევით აღმოჩნდა კავშირი მოწევასა და მკერდის კიბოს სორის.


               

                         NO SMOKING! ! !
                               



იხილეთ ლინკი:http://youtu.be/dVLtNgAhPRg


სიგარეტი–შხამიანი კოქტეილი!!!



http://www.aversi.ge/main_jurnal.php?lang=geo&id=2388&cat_id=2








შხამიანი კოქტეილი:
.
თამბაქოს კვამლი 7000-ზე მეტი ქიმიკატის შხამიანი ნარევია. მათგან, სულ მცირე, 250 ჯანმრთელობისთვის მავნებელია, 70-ზე მეტი კი _ დადასტურებულია! _ კიბოს იწვევსკიბოს გამომწვევი ნივთიერებები
. ფორმალდეჰიდი _ გამოიყენება გახრწნისგან გვამების დასაცავად;.. ბენზენი _ შედის მანქანის საწვავის შემადგენლობაში;
. პოლონიუმ 210 _ რადიაქტიური და ძალზე ტოქსიკურია;
. ვინილის ქლორიდი _ გამოიყენება მილების წარმოებაში;
ტოქსიკური ლითონები
. ქრომი _ გამოიყენება ფოლადის წარმოებაში;
. დარიშხანი _ იყენებენ პესტიციდებში;
. ტყვია _ ადრე საღებავების წარმოებაში იყენებდნენ;
. კადმიუმი _ ელემენტების წარმოებაში გამოიყენება;შხამიანი აირები
. ნახშირბადის მონოქსიდი _ მხუთავი აირი;
. ვერცხლისწყლის ციანიდი _ გამოიყენება ქიმიურ იარაღის წარმოებაში;
. შარდოვანა _ შედის საწმენდ საშუალებებში;
. ბუტანი _ იყენებენ სანთებელების სითხეში;
. ტოლუენი _ შედის საღებავის გამხსნელებში.
ყოველთვის, როცა კვამლი ფილტვებს აღწევს ორგანიზმს მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად ბრძოლა უხდება. დროთა განმავლობაში კი ზიანი ამა თუ იმ დაავადებას იწვევს.ქიმიური ნივთიერებები ჩასუნთქვიდან რამდენიმე წამში ფილტვებს რომ აღწევდა, ეს კარგა ხანია ცნობილი იყო. ახლახან კი მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს შხამიანი ნივთიერებები ყველა ორგანოს აღწევს.
ხელზე შემთხვევით თუ მჟავა დაგესხათ, კანი გაწითლდება, შესივდება, ბუშტუკებით დაიფარება. თუ ასეთი რამ დღეში რამდენჯერმე გამეორდა, კანი შეხორცებას ვეღარ მოახერხებს, მუდმივად გაღიზიანებული, მტკივანი, ანთებადი დარჩება. უჯრედების ანთებასა და დაზიანებას იწვევს თამბაქოს კვამლში შემავალი ქიმიური ნივთიერებებიც. როცა რეგულარულად ეწევით, დაზიანების შეხორცება შეუძლებელი ხდება.
მოწევის დროს ორგანიზმის დამცავ იმუნურ სისტემას დამატებითი მუშაობა უხდება. სისხლის თეთრი უჯრედები ამ სისტემის ჯარისკაცებია, რომლებსაც ორგანიზმი დაზიანების, ინფექციის და თვით კიბოს საპასუხოდ გამოიმუშავებს. მათი მომატებული დონე მიუთითებს, რომ ორგანიზმი მუდმივად ებრძვის თამბაქოს კვამლისგან მიყენებულ ზიანს. მუდმივი დაძაბულობა კი სისტემის ნორმალურ მუშაობას ხელს უშლის. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ასეთმა სტრესმა შესაძლოა დაავადება სხეულის ნებისმიერ ნაწილში გამოიწვიოს.

თამბაქო–სიამოვნება,რომელიც კლავს!





მოწევა მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის–ეს სიტყვები ერთნაირად ნაცნობია როგორც მწეველი ისე არამწეველი მოსახლეობისთვის.მიუხედავად ამისა მწეველთა უმრავლესობას გაცნობიერებული არ აქვს თუ რა საფრთხეს უქმნის სიგარეტი მათ სიცოცხლეს და მის მიმართ მონურ მორჩილებაში იმყოფებიან.ზოგი დარდის გასაქარვებლად,ზოგიც კი მოდის აყოლის მიზნით უარს ამბობს იმ „სიამოვნებაზე“ რომელსაც არასახარბიელო შედეგი შეიძელბა მოჰყვეს.იმაში დასარწმუნებლად რომ მოწევა ნამდვილად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს,საჭიროა ნათლად დავინახოთ ის უარყოფითი გავლენა,.რასაც სიგარეტი ახდენს თითოეული ჩვენთაგანის ფიზიკურ თუ სულიერ სიჯანსაღეზე.

მწეველთა დიდი ნაწილი ფიქრობს,რომ სიგარეტის საშუალებით ყველა უსიამოვნებას ივიწყებს,თავისუფლად აზროვნებს,მაგრამ თუ გაითვალისწინებს მის მავნებლობას,მაშინ ადვილად მიხვდება,რომ სიგარეტის ბოლს შეიძლება თავისი სიცოცხლეც გაატანოს.სიგარეტში დაახლოებით 400 ქიმიურ ნაერთს ითვლიან.თითოეული მათგანი თავისებურ საფრთხეს უქმნის ადამიანის ორგანიზმს.თამბაქოს მწეველები ხშირად ავადდებიან ცხვირ–ხახის,საყლაპავის,შარდის ბუშტის ,ფილტვის კიბოთი.მათ კუჭის წყლული ათჯერ,სტენოკარდია ცამეტჯერ და გულის ინფარქტი თორმეტჯერ უფრო ხშირად ემართებათ ვიდრე არამწეველებს.ხშირად კიდურების არტერიების ანთება–შევიწროების შედეგად,თამბაქოს მწეველებს უვითარდებათ ქსოვილების სიკვდილი ანუ განგრენა,რის გამოც აუცილებელი ხდება კიდურის მოკვეთა.თამბაქოს მოწევა უარყოფითად მოქმედებს ფსიქონერვულ სფეროზე,შინაგან სეკრეციის სისტემაზე და გრძნობის ყველა ორგანიზმზე.სიგარეტი ასევე დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის ძირითად სასიცოცხლო ფუნქციის მატარებელ ორგანოებზე–სასუნთქ სისტემაზე.იგი აზიანებს ბრონქების ლორწოვან გარსს,რაც იწვევს მათ ქრონიკულ დაავადებებს,ეს კი ზოგჯერ ბრონქული ასთმის ჩამოყალიბებით მთავრდება.სიგარეტი ხელს უწყობს ფილტვის დაავადებების განვითარებას.ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი მწეველთა შორის თითქმის ორჯერ მეტია.მოზრდილთა შორის ტუბერკულოზით დაავადებულთ 95% მწეველები არიან.

თამბაქო არამცოლოდ ფილტვებ,საყლაპავ მილსა და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს,არამედ სხვა სახის–პანკრეასის,თირკმელების,კუჭის,სარძევე კჯურკვლებისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს წარმოქმნის საფუძველს ქმნის,რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა დაავადებებზე,როგორიცაა:კანის ნაადრევი დაბერება,ნაყოფიერების დაქვეითება,მხნეობის დაკარგვა,ნაადრევი მენო პაუზა და სხვა.თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება ასევე კბილის მიანქარი,რაც იწვევსკარიესის გაჩენას.ხშირად ჩნდება სტომატიტ.ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა,რაც ხელს უწყობს კბილის ქვის გაჩენას.თამბაქოს ბოლი შეიცავს ამიაკს რომელიც აღიზიანებს პირის ღრუს,ლორწოვანს,ჯირკვალს,ხორხს,ტრაქეას,ბრონქებს.სიგარეტის მწეველს ღვიძლი გაფაშრებული აქვს.თამბაქოს წევის დროს,განსაკუთრებით ახალგაზრებში ხახის პირი ერთგვარად ანთებითი ხდება და ვითარდება ანგინა.თამბაქოს ბოლი აგრეთვერ გავლენას ახდენს მბგერავ იოგებზე.

ამ უკანასკნელ წლებში სერიოზულ ყურადღებას აქცევენ თამბაქოს ბოლის მავნე გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.1 კგ თამბაქოდან მოწევის დროს ბოლში ხვდება 30–დან 70 გრ–მდე კუპრის მაგვარი ნივთიერება.ჯერ კიდევ 1939 წელს ერთმა არგენტინელმა მეცნიერმა თვისობრივი ანალიზის მეთოდით შეძლო დაემტკიცებინა თამბაქოს ბოლში ბეზიპირენის არსებობა,ამას ახასიათებს ავთვისებიანი სიმსივნე.ორი ცალი სიგარეტის მოწევის შემდეგ სისტოლური წნევა საშუალოდ 38მმ–ით მატულობს.დიასტოლური კი 30 მმ–ით.ნიკოტინის მოხმარების შედეგად შეიძლება განვითარდეს სისხლძარღვთა სპაზმები,სხეულის სხვადასხვა ნაწილში და სხვადასხვა ორგანოებში. მათ შორის გულში და ქვედა კიდურებში.სისხლით გულის კუნთის მკვებავი გვირგვინოვანი არტერიების სპაზმა შეიძლება გამოიწვიოს.

თერაპევტების საკავშირო ყრილობაზე 1956 წელს ოქტომბერში პროფესორმა ვოვსიმ განაცხადა რომ გულის ანგინის თავიდან აცილებაში არსებით როლს ასრულებს თამბაქოს წევის შეწყვეტა.როგორც ზევით ითქვა ნიკოტინი იწვევს ქვემო კიდეურების სისხლძარღვთა სპაზმსს,რაც ხელს უწყობს მაობლიტირებელი ედნდარტებიიტის განვითარებას.ამ დაავადების ერთერთი ნიშანია კოჭლობა.ერთი ცალი პაპიროსის მოწევისას თამბაქო მწეველის ორგანიზმში 1 მილიგრამ ნიკოტინს ტოვებს,ადამიანისთვის კი მომაკვდინებელია 50 მილიგრამი.    








Monday, November 12, 2012

ნიკოტინი–ბილეთი სიკვდილამდე.




ბილეთი სიკვდილამდე, მხოლოდ ასე შემიძლია ვუწოდო სატანის ამ ქმნილებას, რომელსაც სიგარეტი ჰქვია. იგი გავრცელებულია მსოფლიოს ყველა კუთხეში და მილიონობით ადამიანს უსპობს ღვთისგან ბოძებულ სიცოცხლეს.





 მინდა, თქვენი ყურადღება მივიპყრო და მოკლედ გიამბოთ ერთი ამბავი: ჩემი ნათესავი ორმოცი წლის მოულოდნელად გახდა ავად. ეს უბრალო გაცივებას დააბრალა და არად ჩააგდო, მაგრამ როდესაც დაავადება გამწვავდა და ვეღარ გამოვიდა მდგომარეობიდან, გამოკვლევები ჩაიტარა და პასუხად მიიღო, რომ მას ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე ორივე ფილტვზე. ერთი ფილტვი საერთოდ აღარ ჰქონდა, მეორე კი ნახევარიღა იყო დარჩენილი. ექიმების დასკვნით კიბოს მიზეზი სიგარეტის სისტემატიური მოწევა გახლდათ. მას დიდხანს აღარ უცოცხლია. ასე დატოვა სიგარეტმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი ობლად. იქნებ ეს მძიმე ისტორია იყოს კიდევ ერთი ბიძგი ყველა მწეველისთვის და დროზე გადააგდონ სენი, რასაც სიგარეტი ჰქვია. ის უარყოფითად მოქმედებს როგორც მწეველზე, ასევე მასზე, ვინც გამონაბოლქვს სუნთქავს.





იქნებ ეს მძიმე ისტორია იყოს კიდევ ერთი ბიძგი ყველა მწეველისთვის და დროზე გადააგდონ სენი, რასაც სიგარეტი ჰქვია. ის უარყოფითად მოქმედებს როგორც მწეველზე, ასევე მასზე, ვინც გამონაბოლქვს სუნთქავს.
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მედიკოსები ამტკიცებენ, რომ ნიკოტინი, რომლის დიდ რაოდენობასაც შეიცავს სიგარეტი, მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ნიკოტინი აღწევს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედამდე და მნიშვნელოვან უარყოფით ცვლილებებს იწვევს. ეს ცვლილებები წლების განმავლობაში მიმდინარეობს და მწეველი ვერც კი ხვდება, რა ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას. ნიკოტინი იწვევს უამრავ დაავადებას:
გულის იშემიურ დაავადებებს, გასტრიტის, კუჭის წყლულს და ა.შ. მაგრამ განსაკუთრებით უარყოფით ზეგავლენას ახდენს ფილტვებზე. მწეველი ადამიანი რომელიც 15 – 20 წელის მანძილზე სისტემატიურად ეწევა თამბაქოს უმეტეს შემთხვევაში ავადდება ფილტვის კიბოთი რაც მთავრდება სიკვდილით.




ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 35 დან 69 წლამდე მამაკაცთა კიბოთი სიკვდილიანობის მიზეზი 45-50%-ში არის ნიკოტინი. ხოლო ფილტვის კიბოს 90-95% სიგარეტის მოწევას უკავშირდება. სწორედ თამბაქოს დამსახურებაა, რომ მსოფლიოში თამბაქოსგან ყოველ 7 წამში თითო ადამიანი იღუპება.
ყოველივე ამის შემდეგ, მწეველი ადამიანი უნდა დაფიქრდეს, გააანალიზოს – რა მოსდევს სიგარეტის მოწევას და გაითვალისწინოს, რომ თავისი მავნე ჩვევით აზარალებს არა მარტო თავის თავს, არამედ მის გარშემო მყოფთაც. სიგარეტის მოწევა ახალგაზრდებში ბოლო წლებში მოდად არის ქცეული, არ იზღუდება არასრულწლოვნებზე სიგარეტის გაყიდვა. სამწუხაროდ, კანონით აკრძალვის მიუხედავად სიგარეტის მოწევა გავრცელებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს იქნება ტრანსპორტი, სასწავლო, სამედიცინო დაწესებულებები, რესტორანი, კაფე… სწორედ ამიტომ, აუცილებელია, საზოგადოებამ დიდწილად თავის თავზე აიღოს სიგარეტის წინააღმდეგ ბრძოლა და მოდად ქცეული სიგარეტი ნელ-ნელა გადავაგდოთ.               http://www.ambioni.ge/bileti-sikvdilamde





http://www.youtube.com/watch?v=rZDz9Mpx-ms